მოსკოვში თურქეთ-რუსეთ-სირია-ირანის ოთხმხრივი შეხვედრა გაიმართა

მოსკოვში თურქეთ-რუსეთ-სირია-ირანის ოთხმხრივი შეხვედრა გაიმართა

1979312
მოსკოვში თურქეთ-რუსეთ-სირია-ირანის ოთხმხრივი შეხვედრა გაიმართა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, თურქეთ-რუსეთ-სირია-ირანის ოთხმხრივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე თურქეთ-სირიის ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები იქნა განხილული.

საკითხთან დაკავშრებით თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „თურქეთ-რუსეთ-სირია-ირანის ოთხმხრივ შეხვედრაზე განხილული იქნა, სირიაში ტერორისტული ორგანიზაციებისა და ყველა ექსტრემისტული ჯგუფის წინააღმდეგ ბრძოლა. ოთხმხრივ შეხვედრაზე  ასვე განხილულ იქნა მათ წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის გააქტიურება და სირიელი ლტოლვილების თავიანთ მიწებზე დაბრუნება“.

მოსკოვში გამართულ შეხვედრას, ესწრებოდნენ თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, ეროვნული დაზვერვის სამსახურის (MİT) ხელმძღვანელი, ჰაქან ფიდანი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, სირიის თავდაცვის მინისტრი გენერალ-ლეიტენანტი ალი მაჰმუდ აბასი და ირანის თავდაცვის მინისტრი ბრიგადის გენერალი მოჰამედ რეზა აშტიანი, ასევე ოთხივე ქვეყნის დაზვერვის ხელმძღვანელები.

 



მსგავსი ინფორმაციები