ნატოს გენერალური მდივანი კიევს ეწვია

ნატოს გენერალური მდივანი კიევს ეწვია

1977678
ნატოს გენერალური მდივანი კიევს ეწვია

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის დედაქალაქ კიევში მოულოდნელი ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ისინი ამ ქვეყანას რუსეთთან ომში ბოლომდე დაუჭერენ მხარს.

სტოლტენბერგი უკრაინაში პირველად ჩავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაზე თავდასხმა დაიწყო.

იგი ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ნატომ, სტოლტენბერგის უკრაინაში ვიზიტის დროს ზელენსკისთან ერთად გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც გენერალური მდივნის გზავნილებს დაუთმო ადგილი.

„ნატო თქვენთანაა დღეს, ხვალ და ბოლომდე. 2022 წლის თებერვლიდან ნატოს მოკავშირეებმა უკრაინას 150 მილიარდი ევრო, მათ შორის 65 მილიარდი ევრო სამხედრო დახმარება გაუწია. უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია. დროთა განმავლობაში ჩვენი მხარდაჭერა ამას შესაძლებელს გახდის“, აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი.



მსგავსი ინფორმაციები