სლოვიანსკის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარადა

სლოვიანსკის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარადა

1975912
სლოვიანსკის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარადა

რუსეთის მხრიდან, დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკის დაბომბვის შედეგად ბოლო მონაცემებით 15 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა.  

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნანგრევებიდან, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ  დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 24-მდეა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაბომბვის შედეგად ნაწილობრივ დანგრეული ბინიდან 2 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 14 წლის გოგონა.

შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს რუსეთის არმიამ უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკიზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმის შედეგად დანგრეულ 6-სართულიან რეზიდენციაში მრავალი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.



მსგავსი ინფორმაციები