ბაიდენი კონგრესს იარაღზე კანონის შემუშავებისკენ მოუწოდებს

ბაიდენმა, ალაბამასა და კენტუკიში მომხდარი სროლების შემდეგ მოუწოდა კონგრესს მიიღოს ზომები იარაღის შესახებ კანონებთან დაკავშირებით

1975662
ბაიდენი კონგრესს იარაღზე კანონის შემუშავებისკენ მოუწოდებს

ბაიდენი კონგრესს იარაღზე კანონის შემუშავებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ალაბამასა და კენტუკიში მომხდარი სროლების შემდეგ მოუწოდა კონგრესს მიიღოს ზომები იარაღის შესახებ კანონებთან დაკავშირებით.

ალაბამასა და კენტუკის შტატებში სროლების შემდეგ ბაიდენმა წერილობითი განცხადება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ისინი გლოვობენ ალაბამაში, დედევილში მოზარდის დაბადების დღეზე მოკლული მინიმუმ 4 ადამიანის და კენტუკიში, ქალაქ ლუსვილში, პარკში ხალხს მიმართულებით გახსნილი ცეცხლის შედეგად 2 ადამიანის დაღუპვის გამო.

"იარაღი არის ბავშვების მკვლელი ამერიკაში და მისი რიცხვი არ მცირდება, იზრდება. ეს არის აღმაშფოთებელი და მიუღებელი." - თქვა ბაიდენმა და დაამატა, რომ ამერიკელებს სურთ კონგრესმენებმა საღი აზრით იმოქმედონ შეიარაღებასთან დაკავშირებით.

მეორეს მხრივ, ბაიდენმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელები დგანან იარაღის ეროვნული ასოციაციის გვერდით (NRA), რომელიც მხარს უჭერს შეიარაღებაზე "საშიშ" კანონებს და ყურადღება გაამახვილა ამ კვირაში რესპუბლიკელი ლიდერების  NRA-ს ღონისძიებაზე გამოსვლებზე.

ბაიდენმა თქვა, რომ მან შეაქო ტენესის გუბერნატორი ბილ ლი პრეზიდენტის ბრძანების ხელმოწერისთვის, რომელიც აფართოებს ნასამართლეობის შემოწმებას იარაღის შესყიდვებზე და მოუწოდებს შტატის საკანონმდებლო ორგანოს მიიღოს „წითელი დროშის“ კანონები.

მან აღნიშნა, რომ მზად არის კარგი განზრახვით იმუშაოს ფედერალურ კანონებზე, რომლებიც გადაარჩენს სიცოცხლეს შეიარაღების საკითხზე და გაიმეორა მოწოდება კონგრესისთვის, მიიღოს ზომები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ნასამართლეობის ყოვლისმომცველი შემოწმება, იარაღის მწარმოებლების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, თავდასხმის იარაღის აკრძალვა და სხვა.

ალაბამას შტატში, დედევილში, გუშინ, ადგილზე, სადაც დაბადების დღის აღნიშვნა გაიმართა, თავდასხმას 4 ადამიანი შეეწირა და სულ მცირე 20 დაშავდა.

კენტუკის შტატში, ქალაქ ლუისვილში, გუშინ პარკში ხალხის მიმართულებით სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა.


საკვანძო სიტყვები: #კონგრესი , #იარაღი , #ბაიდენი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები