საფრანგეთში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

საფრანგეთში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

1974839
საფრანგეთში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, ხოლო  47 ადამიანი დააკავეს.

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა რამდენიმე ქალაქში, მათ შორის პარიზში, ნანტში, რენსა და ტულუზაში.

პარიზში დემონსტრანტები ოპერის მოედნიდან ბასტილიის მოედნამდე მსვლელობით მივიდნენ.

აქციის მონაწილეებმა აღმართეს ბანერები წარწერით „მოდით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პენსიაში გავიყვანოთ“, „ჩვენ მშრომელთა ღირსებისთვის და უკეთესი სამყაროსთვის აქ ვართ“, „ფეხზე ადექი პარიზო“ და „მაკრონ, ჩვენ მოვალთ და სახლიდან გამოგიყვანთ“.



მსგავსი ინფორმაციები