რაკეტის გამოცდა ჩრდილოეთ კორაში: ხალხს ევაკუაციისკენ მოუწოდეს

იაპონიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა

1974090
რაკეტის გამოცდა ჩრდილოეთ კორაში: ხალხს ევაკუაციისკენ მოუწოდეს

 

იაპონიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა, ადრეული გაფრთხილების სისტემა "J-Alert" და მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებდა.

იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ ადგილობრივი დროით დაახლოებით 08:00 საათზე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

იაპონიის სანაპირო დაცვამ გაავრცელა შეტყობინება, რომ ბალისტიკური რაკეტა შესაძლოა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ჰოკაიდოს რეგიონში ჩამოვარდეს.

"J-Alert" ადრეული გაფრთხილების სისტემამ მოუწოდა მაცხოვრებლებს ევაკუაცია მოეხდინათ შენობებში ან მიწისქვეშა თავშესაფრებში.

სამინისტრომ განაცხადა, რომ ბალისტიკური რაკეტა ჰოკაიდოს სანაპიროსთან ჩამოვარდა. ზონაში ევაკუაციის მოწოდება გაუქმდა.

ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა რეგიონის მასშტაბით მცირე ხნით შეჩერდა.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის სამმართველომ დაადასტურა, რომ ტესტირება ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროებზე ჩატარდა.



მსგავსი ინფორმაციები