ალ-აქსას მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმა მთელი ქვეყნის მასშტაბით გააპროტესტეს
„იერუსალიმი მუსლიმების წითელი ხაზია“
1970788
ისრაელის ჯარების მიერ, ალ-აქსას მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმა მთელი თურქეთის მასშტაბით გააპროტესტეს.
სტამბოლში შეკრებილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ფათიჰის მეჩეთის ეზოში გამართულ საპროტესტო აქციაზე, პალესტინის დროშები აღმართეს. აქციის მონაწილეებმა ასევე გამოფინეს ბანერები წარწერით: „მჩაგვრელების ადგილი ჯოჯოხეთია“, „შეაჩერე პალესტინის ოკუპაცია“, „მკვლელო ისრაელო, გადი პალესტინიდან“ და „იერუსალიმი მუსლიმების წითელი ხაზია“.
აქციის მონაწილეები ასევე სკანდირებდა ლოზუნგებს: „გაუმარჯოს ჩვენს ბრძოლას პალესტინისთვის“, „მუსლიმები აქ დგანან“ და „ძირს ისრაელი“.
მსგავსი აქციები გაიმართა თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში. აქციის მონაწილეებმა ერთხმად დაგმეს ისრაელის ჯარების მიერ ჩადენილი, ბარბაროსული ქმედება.