ანტისამთავრობო აქციების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ანტისამთავრობო აქციების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

1969955
ანტისამთავრობო აქციების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

პერუში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ბოლო მონაცემებით 69-მდე გაიზარდა.

ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანტისამთავრობო აქციების დროს დაშავებული 37 წლის მანუელ კვილია გარდაიცვალა.

ამრიგად, 2022 წლის 11 დეკემბრიდან მიმდინარე დემონსტრაციებში დაღუპულთა რიცხვი 69-მდე გაიზარდა.

ოჯახის წევრები, რომლებმაც განცხადებები გააკეთეს კვილიას გარდაცვალების შემდეგ, აცხადებდნენ, რომ კვილია პოლიციის განყოფილებაში წამების შედეგად გარდაიცვალა.

ქვეყანაში არსებული უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ საპროტესტო აქციებში დაღუპული 69 ადამიანიდან 50 სამართალდამცავი ორგანოების უშუალო ჩარევის შედეგი დაიღუპა.

ცნობისათვის, აქციის მონაწილეები პრეზიდენტ დინა ბოლუარტეს გადადგომას, კონგრესის დახურვას და ვადამდელი არჩევნების დაუყოვნებლივ ჩატარებას ითხოვენ. პერუში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2022 წლის 7 დეკემბერს კონგრესმა ყოფილი პრეზიდენტი პედრო კასტილიოს იმპიჩმენტი მოახდინა.



მსგავსი ინფორმაციები