რუსეთ-უკრაინის ომში ამ დროისთვის 500-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა

რუსეთ-უკრაინის ომში ამ დროისთვის 500-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა

1969621
რუსეთ-უკრაინის ომში ამ დროისთვის 500-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა

რუსეთ-უკრაინის ომში ამ დროისთვის 500-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) აღმასრულებელი დირექტორის ქეთრინ რასელის მხრიდან სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კიდევ ერთი ტრაგიკული ბარიერი გადალახულია უკრაინელი ბავშვებისა და ოჯახებისთვის. მისივე თქმით, 2022 წლის თებერვლის შემდეგ, ომის დაწყების შემდეგ, სულ მცირე 501 ბავშვი დაიღუპა.

რასელმა ასევე განაცხადა, რომ ომში მინიმუმ 1000 ბავშვი დაშავდა.

„ყოველი დაღუპული ბავშვის უკან არის ოჯახი, რომელიც იშლება და სამუდამოდ იცვლება. ეს გულსატკენია. საბოლოო ჯამში, ბავშვებსა და ოჯახებს მშვიდობა სჭირდებათ და ეს უმოკლეს ხანში არ იქნება შესაძლებელი", - თქვა რასელმა.



მსგავსი ინფორმაციები