სანქტ-პეტერბურგში კაფეში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

აფეთქების შედეგად დაღუპულია რუსი ბლოგერი მაქსიმ ფომინი

1968704
სანქტ-პეტერბურგში კაფეში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, კაფეში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქ. სანქტ-პეტერბურგში კაფეში აფეთქება მოხდა.

აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.

შემთხვევის ადგილის შესწავლის შემდეგ პოლიციამ განაცხადა, რომ აფეთქება ასაფეთქებელი მოწყობილობით განხორციელდა.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

აღინიშნა, რომ აფეთქების შედეგად დაღუპულია რუსი ბლოგერი მაქსიმ ფომინი, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით "ვლადლენ თათარსკი".

ფომინი ცნობილია უკრაინაში რუსი სამხედროების ქმედებების მხარდამჭერი გამოსვლებით.



მსგავსი ინფორმაციები