6-7 აპრილს სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა

6-7 აპრილს სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა

1967716
6-7 აპრილს სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 6-7 აპრილს ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ, მოსკოვში გამართულ ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე, მინისტრ ლავროვის პროგრამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს მიწვევით სერგეი ლავროვი 6-7 აპრილს თურქეთს ეწვევა.

„ვიზიტის დროს განიხილება ორმხრივი თანამშრომლობის მდგომარეობა ორმხრივი ინტერესის სფეროებში, მათ შორის ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი და სხვა აქტუალური საკითხები. ვიზიტის დროს ასევე უკრაინის, სირიისა და ყარაბაღის გარდა, მოლაპარაკებები გაიმართება ცენტრალური აზიის და ავღანეთის თემებზეც“, განაცხადა ზახაროვამ.



მსგავსი ინფორმაციები