მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ისრაელში

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ისრაელში

1965486
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ისრაელში

ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა მთავრობას სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტმა ჰერცოგმა აღნიშნულის შესახებ, სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.

თავის მხრივ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ შეაჩერა საკამათო სასამართლო რეგულაცია, რამაც მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია მთელ ქვეყანაში 13 კვირის განმავლობაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი (KAN) ავრცელებს.

მეორეს მხრივ, კვირას საღამოს ნეთანიაჰუმ თანამდებობიდან გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი, რომელიც სასამართლო რეგულაციების შეჩერებას მოითხოვდა, რის შემდეგაც ასობით ათასი ისრაელელი ქვეყნის ქუჩებში გამოვიდა. ამ ფაქტის შემდეგ, ისრაელის გენერალურმა კონსულმა ნიუ-იორკში თანამდებობა დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქ თელ-ავივში ნეთანიაჰუს პროტესტის ნიშნად 200 000 ადამიანი გამოვიდა.

ისრაელის პრესის მიხედვით, 600 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ფაქტთან დაკავშირებით პირველი შეფასებები გაკეთდა აშშ-ს მხრიდანაც. თეთრი სახლიდან გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის გამო შეშფოთებულები არიან რა, იმედოვნებენ, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდება.

ცნობისათვის, მთავრობის სასამართლო რეგულაცია, რომელიც ზღუდავს სასამართლო ხელისუფლების უფლებამოსილებებს და ითვალისწინებს მართლმსაჯულების დანიშვნებს, მწვავედ გააკრიტიკეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე.



მსგავსი ინფორმაციები