კანადაში მოსახლეობის ზრდამ 2022 წელს რეკორდი დაამყარა

კანადაში მოსახლეობის ზრდამ 2022 წელს იმიგრაციით რეკორდი დაამყარა

1963750
კანადაში მოსახლეობის ზრდამ 2022 წელს რეკორდი დაამყარა

კანადაში მოსახლეობის ზრდამ 2022 წელს იმიგრაციით რეკორდი დაამყარა.

მთავრობამ ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ კანადის მოსახლეობა 2022 წელს მილიონზე მეტით პირველად გაიზარდა.

ქვეყნის მოსახლეობა, რომელიც 2022 წლის 1 იანვარს 38 მილიონ 516 ათას 138 იყო, 2023 წლის 1 იანვარს 39 მილიონ 566 ათას 248-ს შეადგენდა.

ასევე 1957 წლიდან დღემდე დაფიქსირდა კანადის მოსახლეობის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 2.7 პროცენტი.

სააგენტოს ცნობით, იმიგრაცია მოსახლეობის ზრდის დაახლოებით 96 პროცენტის შეადგენს.

სტატისტიკის ცნობით, ზრდა ნაწილობრივ განპირობებული იყო ქვეყანაში ემიგრანტების დაქირავებით მუშახელის დეფიციტის შესამსუბუქებლად მთავრობის ძალისხმევით.

თუმცა, მთავრობამ განაცხადა, რომ მუდმივი და დროებითი მიგრანტების რაოდენობის ზრდა „შეიძლება ასევე წარმოადგენდეს დამატებით გამოწვევებს ქვეყნის ზოგიერთი რეგიონისთვის საცხოვრებლის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის და მოსახლეობისთვის მომსახურების მიწოდების თვალსაზრისით“.

პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ცდილობდა ქვეყანაში მეტი იმიგრანტი მოეზიდა, რათა შეევსოთ ბეიბი ბუმერების დაბერების გამო (ადამიანები დაბადებულები 1946 წლიდან 1964 წლამდე) წარმოქმნილი ვაკუუმი ეკონომიკაში.

გასულ წელს მთავრობამ გამოაცხადა 2025 წლისთვის წელიწადში 500 000 მიგრანტის მიღების გეგმა.

კანადის მთავრობის ცნობით, თუ კანადა ყოველწლიურად 2,7 პროცენტით ზრდას განაგრძობს, მისი მოსახლეობა 26 წელიწადში გაორმაგდება.


საკვანძო სიტყვები: #მოსახლეობის ზრდა , #კანადა

მსგავსი ინფორმაციები