პაკისტანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

პაკისტანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

1963194
პაკისტანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
afganistan deprem.jpg
pakistan deprem.jpg

პაკისტანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა

გუშინ საღამოს ავღანეთის ჰინდიკუშის რეგიონში მომხდარი 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის გამო, პაკისტანში დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა და 160-ზე მეტი კი დაშავდა.

ტელეკომპანია Geo News-ის ინფორმაციით, მიწისძვრა ძლიერად იგრძნობოდა ავღანეთის საზღვართან, ხაიბერ პახტუნხვას პროვინციაში.

ხაიბერ-პახტუნხვაში დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, 160-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულთა შორის 2 ქალი და 2 ბავშვია.

ამ დროისთვის პროვინციაში ნაწილობრივ დაზიანებულია 19 სახლი.

აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ბადახშანის პროვინციის კურმის რაიონში იყო.

მიწისძვრა იგრძნობოდა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, ლაჰორში, რავალპინდიში, კვეტაში, ფეშავარსა და ბევრ სხვა ქალაქში.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #პაკისტანი

მსგავსი ინფორმაციები