საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება

საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება

1961054
საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება
fransa protesto.jpg

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 310 ადამიანი დააკავეს საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეების აქციაზე, რომელიც მიზნად ისახავს საპენსიო ასაკის 64 წლამდე ეტაპობრივ გაზრდას.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ელისაბედ ბორნის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ რეფორმის შესახებ კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას, ხმის მიცემის გარეშე, რეფორმის მოწინააღმდეგეებმა დემონსტრაციები მოაწყვეს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის პარიზში.

რეფორმის მოწინააღმდეგე ათასობით აქციის მონაწილე შეიკრიბა პარიზში, კონკორდის მოედანზე. დემონსტრაციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც მოედნიდან ევაკუირებული დემონსტრანტები გვერდით ქუჩებში დაიშალნენ.

დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს მანქანებს და ზოგიერთ საჯარო საკუთრებას, ასევე ნაგავს, რომელიც რამდენიმე დღეა გაფიცვაში მყოფი სანდასუფთავების სამსახურის პერსონალის გამო ქუჩებში იყო დარჩენილი.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის დროს 310 ადამიანი დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაძაბულობა სხვადასხვა ქალაქებშიც იგრძნობოდა.



მსგავსი ინფორმაციები