აფეთქებები ქვანახშირის საბადოებში

აფეთქებები ქვანახშირის საბადოებში

1960432
აფეთქებები ქვანახშირის საბადოებში

კოლუმბიის კუდინამარკას ადმინისტრაციულ რეგიონში ქვანახშირის სამ მაღაროში მომხდარ აფეთქებას 11 მაღაროელის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 10 დაკარგული მაღაროელის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.

მეორეს მხრივ, ქვეყნის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა: „გუბერნატორთან ერთად ყველა საჭირო ძალისხმევას ვიჩენთ მაღაროში ჩარჩენილი ადამიანების გადასარჩენად.“

ცნობისათვის, უსაფრთხოების ზომების არაადეკვატურობისა და ზედამხედველობის ნაკლებობის გამო ქვეყანაში არალეგალურად მოქმედ მაღაროებში მსგავსი ფატალური შემთხვევები ხშირია.

2010 წელს ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად 73 ადამიანი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები