პენტაგონის ავტოსადგომზე ჯარისკაცი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

პენტაგონის ავტოსადგომზე ჯარისკაცი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

1960251
პენტაგონის ავტოსადგომზე ჯარისკაცი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის (პენტაგონის) ავტოსადგომზე ერთი ჯარისკაცი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

საკითხთან დაკავშირებით წერილობით განცხადებაში პენტაგონის პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა. მისი თქმით, ადგილობრივი დროით 15:30 საათზე მიიღეს სატელეფონო ზარი, რათა შეემოწმებინათ ჯარისკაცის მდგომარეობა ავტოსადგომზე, რის შემდეგაც ადგილზე მივიდა პენტაგონის პოლიცია.

„პოლიციამ ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვა საკუთარ მანქანაში. დამატებითი დეტალები არ გვაქვს გასაზიარებელი, რადგან გამოძიება გრძელდება“ - თქვა რაიდერმა.


საკვანძო სიტყვები: #ჯარისკაცი , #პენტაგონი

მსგავსი ინფორმაციები