უგანდიდან ასობით ქრისტიანი „განკითხვის დღის“ შიშით ეთიოპიაში გადავიდა

უგანდიდან ასობით ქრისტიანი „განკითხვის დღის“ შიშით ეთიოპიაში გადავიდა

1956021
უგანდიდან ასობით ქრისტიანი „განკითხვის დღის“ შიშით ეთიოპიაში გადავიდა

აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყანა უგანდიდან ასობით ქრისტიანი, რომლებიც ქრისტეს მოციქულთა ეკლესიაში იყვნენ გაწევრიანებული, „განკითხვის დღის“ შიშით ეთიოპიაში გადავიდნენ.

პოლიციის სპიკერმა ოსკარ ოგეკამ თქვა, რომ ასობით უგანდელი ქრისტიანი აპოკალიფსის შიშით, რომელიც გავლენას მოახდენს მათ რეგიონზე, ეთიოპიაში გაემგზავრა.

ოგეკამ განაცხადა, რომ სექტის წევრებს სჯერათ, რომ ცხოვრება კვლავ დაიწყება პოსტ-აპოკალიფსურ ეთიოპიაში. მისივე თქმით, ზემოხსენებული სექტის წევრებმა ეთიოპიაში გადასვლამდე მთელი თავიანთი ქონება გაყიდეს.

ოგეკამ განაცხადა, რომ მათ ამ თემაზე გამოძიება დაიწყეს.

ცნობისათვის, უგანდაში ზოგიერთი სექტა, რომელიც ცრუ ინფორმაციით ხელმძღვანელობს, მრავალი ადამიანის სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებას იწვევს.



მსგავსი ინფორმაციები