მექსიკაში შეიარაღებულმა პირებმა ამერიკის 4 მოქალაქე გაიტაცეს

მექსიკაში ქალაქ მატამოროსში შეიარაღებულმა პირებმა ამერიკის 4 მოქალაქე გაიტაცეს

1955558
მექსიკაში შეიარაღებულმა პირებმა ამერიკის 4 მოქალაქე გაიტაცეს

მექსიკაში ქალაქ მატამოროსში შეიარაღებულმა პირებმა ამერიკის 4 მოქალაქე გაიტაცეს.

ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) განცხადებაში ნათქვამია, რომ მექსიკაში შესვლისთანავე ცეცხლი გაუხსნეს 4 ადამიანს, რომლებიც მანქანით მიემგზავრებოდნენ აშშ-ს ტეხასის შტატის საზღვარზე მდებარე მატამოროსში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეიარაღებულმა პირებმა შემთხვევის ადგილიდან 4 ამერიკელი წაიყვანეს და მანქანაში ჩასვეს“.

აღინიშნა, რომ FBI-მ 50 ათასი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა ამერიკის 4 გატაცებული მოქალაქის დაბრუნების და დამნაშავეების დაკავებისთვის.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #მექსიკა

მსგავსი ინფორმაციები