კალიფორნიის შტატში ქარბუქის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამერიკის კალიფორნიის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ქარბუქმა სასიცოცხლო პირობები ძალიან გაართულა

1954157
კალიფორნიის შტატში ქარბუქის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამერიკის კალიფორნიის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ქარბუქმა სასიცოცხლო პირობები ძალიან გაართულა.

კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა განაცხადა, რომ ქარბუქთან საბრძოლველად, რომელიც შტატის დიდ ნაწილში მძვინვარებს, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ოპერაციებისთვის მხარდასაჭერად მზადყოფნა დაავალა ეროვნულ გვარდიას.

ქვეყნის ამიდნის პროგნოზის შესახებ მაუწყებლის The Wheather Channel-ის ცნობით, ზოგიერთი მაცხოვრებელი და დამსვენებელი კალიფორნიაში, სან-ბერნანდინოს ოლქშია ჩაკეტილი, სადაც 1,5 მეტრზე მეტი თოვლი მოვიდა.

საიტის "PowerOutage.us" თანახმად, რომელიც აკონტროლებს ელექტროენერგიის გათიშვას აშშ-ში, შტატის 74 000-ზე მეტ სახლს არ აქვს ელექტროენერგიაზე წვდომა ზამთრის პირობების გამო.

მეტეოროლოგებმა აღნიშნეს, რომ ზამთრის პირობები ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში კიდევ 8-10 დღე გაგრძელდება, ხოლო ქარბუქი, რომელმაც არიზონა დააზარალა, დღეიდან ჩრდილოეთ ტეხასსაც მოიცავს.


საკვანძო სიტყვები: #ქარბუქი , #კალიფორნია , #აშს

მსგავსი ინფორმაციები