იაპონიაში თვითმკვლელობის შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად იზრდება

იაპონიაში თვითმკვლელობის შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად იზრდება

1954553
იაპონიაში თვითმკვლელობის შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად იზრდება

იაპონიაში, 2022 წელს მოსწავლეებში თვითმკვლელობის რაოდენობამ ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია. იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრომ (MEXT) გამოაცხადა იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. MEXT-ის მონაცემებით, გასულ წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით თვითმკვლელობის მცდელობა წინა წელთან შედარებით 39-ით გაიზარდა და 512-ს მიაღწია. ამავე ინფორმაციით, 2022 წლის მაჩვენებელმა ყურადღება მიიპყრო, როგორც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1980 წლის შემდეგ.

ასე, რომ 2022 წელს იაპონიაში 17 დაწყებითი, 143 არასრული და 352 საშუალო სკოლის მოსწავლემ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით.

მოსწავლეებში თვითმკვლელობის მაჩვენებლების ყველაზე მაღალი რიცხვი წლის განმავლობაში, ივნისში 60% და  სექტემბერში 57% დაფიქსირდა.  



მსგავსი ინფორმაციები