აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს ქარიშხალი „ფრედი“ დაატყდა

აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს ქარიშხალი „ფრედი“ დაატყდა

1953940
აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს ქარიშხალი „ფრედი“ დაატყდა

სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა ქარიშხალ „ფრედის“ შედეგად, რომელიც აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდა თავს. გაეროს მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, მადაგასკარსა და მოზამბიკში 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ქარიშხალმა, რომელიც კოკისპირულმა წვიმამ გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, ქარიშხალის შედეგად მადაგასკარში დაახლოებით 226 ათასი ადამიანი ხოლო მოზამბიკში 163 ათასი ადამიანი დაზარალდა. ძლიერი წვიმების გამო ორივე ქვეყანაში მრავალი დასახლებული პუნქტიც დაიტბორა.

თავის მხრივ, გაერომ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქარიშხალი არ იყო ისეთი ძლიერი, როგორც მოსალოდნელი იყო, მან ასი ათასობით ადამიანი დატოვა დახმარების საჭიროების ქვეშ.



მსგავსი ინფორმაციები