რუსეთი: „უკრაინამ ყირიმის ნახევარკუნძულზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა“

რუსეთი: „უკრაინამ ყირიმის ნახევარკუნძულზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა“

1953476
რუსეთი: „უკრაინამ ყირიმის ნახევარკუნძულზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა“

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ ყირიმის ნახევარკუნძულზე უპილოტო საფრენი აპარატებით დიდი შეტევა განახორციელა.

„უპილოტო საფრენი აპარატებით ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ობიექტებზე თავდასხმის დიდი მცდელობა ჩაიშალა. 6 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოგდებულ იქნა რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებით. თავდასხმას მსხვერპლი ან ნგრევა არ მოჰყოლია“, - განაცხადა კონაშენკოვმა.



მსგავსი ინფორმაციები