რუსეთი უკრაინის სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას აგრძელებს

რუსეთი უკრაინის სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას აგრძელებს

1952358
რუსეთი უკრაინის სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას აგრძელებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ უკრაინის არმიის ელექტრონული დაზვერვის ცენტრი და სპეცოპერაციის ცენტრი დაბომბეს. თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ რუსული ჯარები აგრძელებენ უკრაინაში შეტევას.

მისივე თქმით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა თავისი ოპერატიული ტაქტიკით და საჰაერო ძალებით, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებით იერიში მიიტანეს იმ ტერიტორიებზე, სადაც განთავსებულია უკრაინის არმიის საცეცხლე პოზიციები, სამხედრო ნაწილები და ტექნიკური მანქანები.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების ელექტრონული სადაზვერვო ცენტრი, რომელიც მდებარეობს კიევის ოლქის ქალაქ, ბროვარში განადგურდა, ასევე  „დასავლური“ სპეცოპერაციის ცენტრი განადგურდა ქალაქ ხმელნიცკის მახლობლად“, განაცხადა კონაშენკოვმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა ასევე დასძინა, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, 390 თვითმფრინავი, 211 შვეულმფრენი, 3 ათას 248 უპილოტო საფრენი აპარატი, 406 საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა, 8 ათასი 58 ტანკი და ჯავშანტექნიკა, 1045 მრავალლულიანი სარაკეტო სისტემა, 4 ათასი 228 ჰაუბიცები, ნაღმტყორცნები და 8 ათას 574 კერძო სამხედრო მანქანა გაანადგურეს.

მეორეს მხრივ, უკრაინის გენშტაბის ცნობით,  5 მიმართულებით რუსეთის 81 თავდასხმა მოიგერიეს.



მსგავსი ინფორმაციები