ამსტერდამში სახლების არასაკმარისი რაოდენობა და მაღალი ქირის ფასები გააპროტესტეს

ამსტერდამში სახლების არასაკმარისი რაოდენობა და მაღალი ქირის ფასები გააპროტესტეს

1952190
ამსტერდამში სახლების არასაკმარისი რაოდენობა და მაღალი ქირის ფასები გააპროტესტეს

ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში, ქალაქებსა და მთელ ქვეყანაში სახლების არასაკმარისი რაოდენობა და ძალიან მაღალი ქირის ფასები გააპროტესტეს. დამის მოედანზე საპროტესტო აქციაში მონაწილე ასობით დემონსტრანტი მთავრობას სთხოვდა მეტი საცხოვრებელი სახლების აშენებას და დაბალ ქირიანი სოციალური სახლების რაოდენობის გაზრდას.

„სიცოცხლის პროტესტი“ სახელწოდების აქციაზე, მომიტინგეებმა ქალაქის მუნიციპალიტეტის შენობისკენ მსვლელობა მოაწყვეს რა, ყურადღება გაამახვილეს საცხოვრებლის ფასების ზრდაზე, ქირის ზრდაზე, სოციალური საცხოვრებლის მოლოდინის დროის ხანგრძლივობასა და კერძო სექტორში ხელმისაწვდომ საცხოვრებლის შოვნის სირთულეებზე.

აქციის მონაწილეებმა, მსვლელობა მოაწყვეს ბანერებით, რომლებზეც ეწერა: „საცხოვრებლის უფლება ადამიანის უფლებაა“, „შეაჩერე ქირის ზრდა“, „დაარეგულირე კერძო სექტორი“, „სათემო საცხოვრებლის პრიორიტეტი ვაჭრობაზე“ და „უბრალოდ მინდა ჩემი უფლება არსებობდეს“.

აქციის მონაწილეები ასევე აღნიშნავდნენ, რომ ქვეყანაში დაახლოებით 315 000 ახალი საცხოვრებელი სახლია საჭირო და მთავრობას სთხოვეს გადახედოს საბინაო პოლიტიკას.

საპროტესტო აქცია, რომელიც უსაფრთხოების მკაცრი ზომებით გაიმართა, ყოველგვარი ინციდენტის გარეშე დასრულდა.


საკვანძო სიტყვები: #საპროტესტო აქცია , #ამსტერდამი

მსგავსი ინფორმაციები