ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ New START-ის შეჩერებაზე ისაუბრა

ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ New START-ის შეჩერებაზე ისაუბრა

1951156
ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ New START-ის შეჩერებაზე ისაუბრა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის მიერ ის (START) შეჩერებიდან, არ გაუკეთებია დასკვნა, რომ ისინი განიხილაახალი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შეთანხმებვენ ბირთვული იარაღის გამოყენებას.

ABC News-თან ინტერვიუში ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ New START-ის შეჩერებაზე ისაუბრა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება "დიდი შეცდომაა" და უპასუხისმგებლო საქციელია.

„მაგრამ მე ამ დასკვნას არ ვაყენებ, რომ [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი] განიხილავს ბირთვული იარაღის ან რაიმე მსგავსის გამოყენებას“. - განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ მათ შეუძლიათ ამ პრობლემის მოგვარება და რომ შეიარაღების კონტროლის შეთანხმებები ორივე მხარისა და მსოფლიოს ინტერესებშია.

ჯო ბაიდენის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციის ცვლილების ნიშნები არ შეინიშნება.



მსგავსი ინფორმაციები