ბრაზილიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება
ბრაზილიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება
ბრაზილიის სან-პაულოს შტატში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა. სან-პაულოს შტატის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული ზარალი იზრდება. მათი თქმით, სტიქიას ამ დროისთვის 46 ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაკარგულად ითვლება, რომელთა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები შეუფერხებლად გრძელდება.
შტატების ჯანდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სტაციონარში მკურნალობის ქვეშ მყოფთაგან 7 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
სტიქიის გამო დაახლოებით 2500 ადამიანი სხვადასხვა სკოლების და არასამთავრობო ორგანიზაციების დაწესებულებებში იქნა გადაყვანილი, თავშეფარვის მიზნით.
მეორეს მხრივ, ქვეყნის პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ სოციალურ ქსელ, Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ განცხადებაში დაზარალებულებს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ეწვევა სტიქიის ზონას.
თავის მხრივ, ვენესუელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრაზილიას, მომხდარი უბედური შემთხვევის გამო სამძიმარი გამოუცხადა და თანადგომა აღუთქვა.
მსგავსი ინფორმაციები
გემი, რომელსაც ისრაელში იარაღი გადაჰქონდა ესპანეთმა არ მიიღო
გემი, რომელსაც ისრაელში იარაღი გადაჰქონდა ესპანეთმა არ მიიღო