ვაშინგტონმა მოსკოვს ბაიდენის კიევში ვიზიტი წინასწარ შეატყობინა

ვაშინგტონმა მოსკოვს ბაიდენის კიევში ვიზიტი წინასწარ შეატყობინა

1948999
ვაშინგტონმა მოსკოვს ბაიდენის კიევში ვიზიტი წინასწარ შეატყობინა

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთს, ჯო ბაიდენის უკრაინაში განსახორციელებელი ვიზიტი წინასწარ შეატყობინა.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა დღის წესრიგთან დაკავშრებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„ჩვენ, რუსებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის, კიევში გამგზავრებამდე ვაცნობეთ. ჩვენ ეს, მის გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე გავაკეთეთ“, განაცხადა სალივანმა.

მან, ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის დამოკიდებულებაზე კი დეტალურად საუბრისგან თავი შეიკავა.

მეორეს მხრივ,  სალივანის მიერ გამოყენებული ფრაზის „ძალების უსაფრთხო დაყოფა“ გამოყენება, რაც ჩვეულებრივ ნიშნავს ბირთვულ ზესახელმწიფოებს შორის არასასურველი კონფლიქტების თავიდან აცილებას, მართლაც და საყურადღებო გახლდათ.

ცნობისათვის, პოლონეთში ვიზიტის წინ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გუშინ მოულოდნელად ეწვია უკრაინის დედაქალაქ კიევს. ბაიდენმა, კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკრაინისთვის 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.     



მსგავსი ინფორმაციები