მალიში გაეროს სამშვიდობო ძალის 3 სამხედრო მოკლეს

მალიში გაეროს სამშვიდობო ძალის 3 სამხედრო მოკლეს

1949553
მალიში გაეროს სამშვიდობო ძალის 3 სამხედრო მოკლეს

მალის ცენტრალურ რეგიონში გზაზე წინასწარ დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად, გაეროს სამშვიდობო ძალის 3 სამხედრო დაიღუპა. გაეროს, მრავალგანზომილებიანი ინტეგრირებული სტაბილურობის მისიის (MINUSMA) მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ წინასწარ დანაღმული ბომბის აფეთქების შედეგად მათი სამი ჯარისკაცი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.

ცნობისთვის, მალიში 61 ქვეყნიდან MINUSMA-ს 15 ათასზე მეტი ჯარისკაცი ასრულებს მოვალეობას. MINUSMA, 2013 წლის 25 აპრილს, მალიში წარმოქმნილი უსაფრთხოების კრიზისის შემდეგ დაარსდა. აღნიშნულმა სამშვიდობო ორგანიზაციამ, დაარსებიდან დღემდე 180-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.



მსგავსი ინფორმაციები