დიპლომატიური კრიზისი ჰოლანდია-რუსეთს შორის

დიპლომატიური კრიზისი ჰოლანდია-რუსეთს შორის

1948643
დიპლომატიური კრიზისი ჰოლანდია-რუსეთს შორის

ჰოლანდიის მთავრობამ განაცხადა, რომ ზოგიერთ რუს დიპლომატს გააძევებენ იმ მოტივით, რომ ისინი დაზვერვის წარმომადგენლები არიან და ნიდერლანდების სანქტ პეტერბურგში მდებარე გენერალური საკონსულო დაიხურება.

მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: „რუსეთი დაზვერვის მუშაკების დიპლომატიურ პერსონალად წარმოჩენით საიდუმლოდ ჰოლანდიაში განთავსების მცდელობები გრძელდება.“ იქვე აღნიშნულია, რომ რუსეთმა ჰოლანდიის მოსკოვში მდებარე საელჩოს და სანქტ-პეტერბურგის საკონსულოს დასაქმებულ დიპლომატებს ვიზა არ მისცა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰოლანდიის რუსეთში დასაქმებულ დიპლომატიურ პერსონალზე მეტი რუსი დიპლომატი ჰოლანდიაში ვერ იქნება და ზოგიერთმა რუსმა დიპლომატმა ჰოლანდია უნდა დატოვოს.

იქვე აღნიშნულია, რომ რუს დიპლომატებს, რომლებიც დეპორტირებულნი იქნებიან, 2 კვირა მიეცათ ქვეყნიდან გასასვლელად და ამსტერდამში რუსეთის სავაჭრო ოფისი 21 თებერვლიდან დაიხურება.

განცხადების მიხედვით, იმის გამო, რომ რუსეთი ვიზას არ გასცემს სანქტ პეტრბურგში საკონსულში დასასაქმებელი საკმარის რაოდენობის პერსონალი ვერ მოიძებნა და იგი 20 თებერვლიდან დაიხურება.

რუსეთმა 15 ჰოლანდიელი დიპლომატი გააძევა ნიდერლანდების საპასუხოდ, რომელმაც 24 თებერვალს უკრაინაზე თავდასხმის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, ჯაშუშობისთვის მისი 17 დიპლომატი გააძევა.



მსგავსი ინფორმაციები