ბაიდენი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა უკრაინის დედაქალაქ კიევში

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა უკრაინის დედაქალაქ კიევში

1948857
ბაიდენი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა უკრაინის დედაქალაქ კიევში

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა უკრაინის დედაქალაქ კიევში.

ბაიდენმა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, კიევში გაკეთებულ პირველ განცხადებაში აღნიშნა: „როდესაც მსოფლიო ემზადება რუსეთის მიერ უკრაინის ძალადობრივი ოკუპაციის პირველ წლისთავთან შესახვედრად, მე დღეს კიევში ვარ, რათა შევხვდე პრეზიდენტ ზელენსკის და დავადასტურო ჩვენი ერთგულება უკრაინის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“.

როდესაც (რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ) პუტინმა შემოჭრა დაიწყო თითქმის ერთი წლის წინ, უკრაინა სუსტი იყო და დასავლეთი გაყოფილი იყო. მას ეგონა, რომ შეეძლო ჩვენი დამარცხება, მაგრამ სრულიად ცდებოდა... დღეს კიევში მე მექნება შეხვედრა ზელენსკისთან და მის გუნდთან უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის შესახებ. უკრაინის ხალხის საჰაერო დაბომბვისგან დასაცავად მე გამოვაცხადებ კრიტიკული აღჭურვილობის მორიგი მიწოდების შესახებ, რომელთა შორისაცაა საარტილერიო საბრძოლო მასალა, ჯავშნის საწინააღმდეგო სისტემები და საჰაერო სათვალთვალო რადარები".

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე გამოაქვეყნა ბაიდენთან შეხვედრის ფოტო Telegram-ის ანგარიშზე წარწერით: „თქვენი ვიზიტი ყველა უკრაინელისთვის მხარდაჭერის უაღრესად მნიშვნელოვანი სიმბოლოა“.



მსგავსი ინფორმაციები