სამგზავრო ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა
არის მსხვერპლი
1946582
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ლიმპოპოს პროვინციაში ავტობუსს სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც ბოლო მონაცემებით 21 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, N-1 სახელწოდების ავტობანზე მდებარე, ვერვოევდის გვირაბებთან სატვირთო ავტომობილი სამგზავრო ავტობუსს შეეჯახა. შედეგად 19 ადამიანი ადგილზე, ხოლო 2 საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა. ავარიის შედეგად დაშავებული 59 ადამიანიდან 9-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მეორეს მხრივ, პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუხადა.