ესპანეთში გადასვლის მცდელობისას 6 არალეგალი მიგრანტი დაიღუპა

ესპანეთში გადასვლის მცდელობისას 6 არალეგალი მიგრანტი დაიღუპა

1945721
ესპანეთში გადასვლის მცდელობისას 6 არალეგალი მიგრანტი დაიღუპა

ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროდან ესპანეთის კანარის კუნძულებზე არალეგალური გადასვლის მცდელობის დროს 6 ადამიანი დაიღუპა.

სანაპირო დაცვის ჯგუფების განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კანარის კუნძულებზე 4 სხვადასხვა ნავით სულ 154 არალეგალი მიგრანტი გაემგზავრა.

23 არალეგალი მიგრანტი დაიჭირეს პირველ ნავში, რომელიც დააკავეს ტენერიფის კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე.

მიგრანტებმა უფლებამოსილებს აცნობეს, რომ ზღვაში 9 დღე იმყოფებოდნენ და მოგზაურობის დროს 6 ადამიანი დაიღუპა.

უფლებამოსილთა განცხადებით, კანარის კუნძულებზე გადასული 154 არალეგალი მიგრანტიდან 17 ქალი იყო და ისინი გადაიყვანეს თავშესაფრებში მას შემდეგ, რაც პირველადი დახმარება გაუწიეს წითელი ჯვრის ჯგუფებმა.


საკვანძო სიტყვები: #ესპანეთი , #მიგრანტი , #არალეგალი

მსგავსი ინფორმაციები