საერთაშორისო ორგანიზაციები მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დახმარებას იწყებენ

საერთაშორისო ორგანიზაციები მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დახმარებას იწყებენ

1943119
საერთაშორისო ორგანიზაციები მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დახმარებას იწყებენ

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „Oxfam“-ა და „British Red Cross“-მა წამოიწყო შემოწირულობების კამპანია, რათა ქაჰამანმარასშში გუშინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს შესაბამისი დახმარება გაუწიონ. საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ის ვებსაიტზე შემოწირულობის კამპანიის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მათი გუნდები მიზნად ისახავს უზრუნველყონ ყველაზე შესაფერისი და სწრაფი ჰუმანიტარული დახმარება თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის.

„British Red Cross“-მა კი საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, წამოიწყო შემოწირულობის კამპანია „გადაუდებელი შემოწირულობების“ უზრუნველსაყოფად.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 6 თებერვალს, გამთენიისას (04:17) მომხდარი 7,7 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად მრავალი ქალაქი დაზარალდა.

მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები