კიმ ჩენ ინმა ჯარს საბრძოლო წვრთნების გაზრდისა და ომის მზადების გაძლიერების დავალება მისცა

კიმ ჩენ ინმა ჯარს საბრძოლო წვრთნების გაზრდისა და ომის მზადების გაძლიერების დავალება მისცა

1943279
კიმ ჩენ ინმა ჯარს საბრძოლო წვრთნების გაზრდისა და ომის მზადების გაძლიერების დავალება მისცა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ჯარს საბრძოლო წვრთნების გაზრდისა და ომის მზადების გაძლიერების დავალება მისცა.

კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს (KCNA) ცნობით, კიმმა, რომელიც გუშინ უძღვებოდა კორეის მმართველი მუშათა პარტიის ცენტრალური სამხედრო კომისიის სხდომას, ჯარს სამხედრო მზადების გაზრდა დაავალა.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე კომისიის წევრებმა განიხილეს „სამხედრო ოპერაციების, წვრთნების უწყვეტი გაფართოებისა და გააქტიურების“ და „ომისთვის მზადყოფნის“ გაძლიერების საკითხები.

ცნობისათვის, ჩრდილოეთ კორეის 75 წლის იუბილე, ხვალ დედაქალაქ ფხენიანში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასულ კვირას განაცხადა, რომ მზადაა უპასუხოს „აბსოლუტური ბირთვული ძალით“ ნებისმიერ მოკლევადიან ან გრძელვადიან საფრთხეს სამხრეთ კორეიდან მომავალს, თუნდაც ეს აშშ-ს მხარდაჭერით განხორციელდეს.


საკვანძო სიტყვები: #მზადყოფნა , #ომი , #ჯარი , #კიმ ჩენ ინი

მსგავსი ინფორმაციები