კულება: „უკრაინა მოკავშირეებისგან პირველ ეტაპზე ასზე მეტ ტანკს მიიღებს

კულება: „უკრაინა მოკავშირეებისგან პირველ ეტაპზე ასზე მეტ ტანკს მიიღებს

1940551
კულება: „უკრაინა მოკავშირეებისგან პირველ ეტაპზე ასზე მეტ ტანკს მიიღებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მისი ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების პირველ ტალღაში ისინი მიიღებენ დასავლური წარმოშობის 120-დან 140-მდე ტანკს. დმიტრო კულებამ თქვა, რომ ამჟამად სატანკო კოალიციაში 12 მონაწილეა, მაგრამ ამ ქვეყნებისთვის კოალიციის წოდება ნაადრევია, რადგან ზოგიერთმა მათგანმა უნდა მიიღოს ოფიციალური გადაწყვეტილებები საკუთარი შიდა პროცედურების შესაბამისად. კულებამ აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარების პირველ ტალღაში უკრაინა მიიღებს დასავლური წარმოშობის 120-დან 140-მდე თანამედროვე ტანკს. უკრაინელი მინისტრი იმედოვნებს, რომ, „ლეოპარდების“, „ჩელენჯერების“ და „აბრამსების“ გარდა, „ლეკლერკებიც“ იქნება. მისივე თქმით, ისინი განაგრძობენ სატანკო კოალიციის გაფართოებისთვის მუშაობას.

მეორეს მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა Twitter-ის  პოსტში განაცხადა, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმები აჩვენებს, რომ ეს ქვეყანა არ არის მზად მშვიდობისთვის.

„ქალაქების სისტემატური დაბომბვა ფრონტის ხაზზე, ტექნიკისა და ჭურვების კონცენტრაცია, ჯარების განლაგება სხვადასხვა მიმართულებით, დამატებითი იძულებითი მობილიზაცია რუსეთში, ყველაფერი ეს აჩვენებს, რომ რუსეთი არ არის მზად მშვიდობისთვის. ეს არის პირდაპირი. ამიტომ, იარაღი, იარაღი, იარაღი უკრაინას და კიდევ ერთხელ იარაღი“, აცხადებს პოდოლიაკი სოციალურ ქსელ, Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები