მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება
მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება
1939923
გუშინ, პაკისტანის ხეიბერ-პახტუნხვას პროვინციაში მეჩეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ბოლო მონაცემებით, 93 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პოლიციელები. ეროვნული მედიის ინფორმაციით, გუშინ შუადღის ლოცვის დროს მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის შედმეგ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა და დაახლოებით 221 დაშავებულის მკურნალობა საავადმყოფოებში გრძელდება. პროვინციაში ერთდღიანი გლოვა გამოცხადდა. თავდასხმაზე კი პასუხისმგებლობა, პაკისტანის თალიბანმა აიღო, რომლებსაც ისლამაბადის მთავრობა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.