ანტონიო გუტერეში მეჩეთზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს

ანტონიო გუტერეში მეჩეთზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს

1940230
ანტონიო გუტერეში მეჩეთზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა, გუშინ პაკისტანში მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო. გაეროს პრესსპიკერმა სტეფან დუჟარიკმა, გენერალური მდივნის ხელმოწერილი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ღვთისმსახურების დაწესებულებაზე განხორციელებული თავდასხმა, ამაზრზენი და საზიზღარი ქმედებაა. რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, მათ შორის ღვთისმსახურების შესაძლებლობა მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში, ადამიანის საყოველთაო უფლებაა. მომხდარის შედეგად დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს ვუცხადებ, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.“

ცნობისათვის, გუშინ პაკისტანის ხეიბერ-პახტუნხვას პროვინციაში მეჩეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა  თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ბოლო  მონაცემებით, 93 ადამიანი დაიღუპა, 221-ზე მეტი კი დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები