ფუმიო კიშიდა უკრაინაში ვიზიტს განიხილავს

ფუმიო კიშიდა უკრაინაში ვიზიტს განიხილავს

1938591
ფუმიო კიშიდა უკრაინაში ვიზიტს განიხილავს

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ ის ეწვევა უკრაინას „თუ შესაბამისი პირობები შეიქმნა“.

გასული წლის 24 თებერვლიდან, როდესაც დაიწყო რუსეთის შეტევები უკრაინაზე, ამ ქვეყანას დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენლები ეწვივნენ.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა კიშიდამ ეროვნული ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ის ეწვევა უკრაინას „თუ შესაბამისი პირობები შეიქმნა“.

„შექმნილ ვითარებაში არაფერია გადაწყვეტილი. განიხილება სხვადასხვა სიტუაციები უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით“, - განაცხადა ფუმიო კიშიდამ.

მეორეს მხრივ, იაპონიის ოფიციალური სააგენტო Kyodo იტყობინება, რომ მათი ქვეყნის ლიდერის უკრაინაში ვიზიტი, უსაფრთხოების ზომების გამო ვერ იგეგმება.



მსგავსი ინფორმაციები