კირიაკოს მიცოტაკისი თურქეთის შესახებ განცხადებას აკეთებს

კირიაკოს მიცოტაკისი თურქეთის შესახებ განცხადებას აკეთებს

1935434
კირიაკოს მიცოტაკისი თურქეთის შესახებ განცხადებას აკეთებს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ შეუძლია თურქეთთან არსებული პრობლემების გადაწყვეტა მაგიდასთან და რომ ვერ ხედავს ორ ქვეყანას შორის ომს.

მიცტაკისმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე პრესკონფერენცია გამართა, რა დროსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში თურქეთსა და საბერძნეთს შორის არსებული დაძაბულობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით გამოსავალი შეიძლება იყოს. მას პრესკონფერენციის დროს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა; დაიწყებდნენ თუ არა თურქეთთან ომს, ასე უპასუხა: „ჩვენ არ წავალთ თურქეთთან ომში. თურქეთსა და საბერძნეთს შორის მთავარი პრობლემა, ეგეოსისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში საზღვაო იურისდიქციის ტერიტორიების შეზღუდვაა. ჩვენ უნდა შევძლოთ თურქეთთან დაჯდომა, როგორც ორი გონიერი ზრდასრული ერი და გადავჭრათ ჩვენი ფუნდამენტური პრობლემები. როგორც მოგეხსენებათ, საბერძნეთში და თურქეთში უახლოეს მომავალში არჩევნები უნდა ჩატარდეს. ვფიქრობ, არსებობს გზები, რომ შევამციროთ დაძაბულობა, ვიმუშაოთ საერთო ინტერესების საკითხებზე და შევთანხმდეთ. მე მრავალჯერ მქონდა შეხვედრა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ პერიოდებში გვქონდა შეხვედრები, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ერდოღანთან არსებული პრობლემების მოგვარება შეუძლებელი არ არის“.  



მსგავსი ინფორმაციები