ჰაქან ფიდანი აბდულჰამიდ დიბეიბეს შეხვდა

ჰაქან ფიდანი აბდულჰამიდ დიბეიბეს შეხვდა

1934328
ჰაქან ფიდანი აბდულჰამიდ დიბეიბეს შეხვდა

თურქეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, ჰაქან ფიდანი ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში, ქვეყნის ეროვნული ერთიანობის მთავრობის პრემიერ-მინისტრ აბდულჰამიდ დიბეიბეს და პრემიერ-მინისტრის საბჭოს თავჯდომარე მუჰამედ ალ-მენფის შეხვდა.

ლიბიის პრემიერ-მინისტრის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „პრემიერ-მინისტრმა აბდულჰამიდ დიბეიბემ პრემიერ-მინისტრის სასახლეში, თურქეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, ჰაქან ფიდანი მიიღო. შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი რეგიონალური და საერთაშორისო საქმეები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნეჯლა ალ-მენგუში, სახელმწიფო მინისტრი ადილ ჯუმა და კომუნიკაციებისა და პოლიტიკური საკითხების მინისტრი ვალიდ ალ-ლაფი.



მსგავსი ინფორმაციები