ძლიერ ყინვას ათეულობით ნარკოდამოკიდებულის სიცოცხლე შეეწირა

ძლიერ ყინვას ათეულობით ნარკოდამოკიდებულის სიცოცხლე შეეწირა

1933782
ძლიერ ყინვას ათეულობით ნარკოდამოკიდებულის სიცოცხლე შეეწირა

ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ჰერათში, ზამთრის სეზონის დაწყებასთან ერთად ქუჩაში მცხოვრები 45 ნარკოდამოკიდებული გაიყინა. ჰერათის პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილების დირექტორმა ჰაიათულა როჰანიმ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „ცივი ამინდის დაწყებიდან დღემდე 45 ნარკოდამოკიდებული დაიღუპა, დავიწყეთ მათი შესაბამის თავშესაფარში გადაყვანის პროცესი.“

მისივე განცხადებით, ბოლო დღეებში დაახლოებით 3500 ნარკოდამოკიდებული გააგზავნეს სარეაბილიტაციო ცენტრებში.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰერეთში დაახლოებით 70 ათასი ნარკოდამოკიდებულია, რომელთა უმეტესობა ქუჩებში ცხოვრობს .



მსგავსი ინფორმაციები