აფეთქება კანადაში

კანადაში პროპანის შესავსებ ობიექტზე მომხდარი აფეთქების შემდეგ 3 მუშა დაიკარგა

1932498
აფეთქება კანადაში

კანადაში პროპანის შესავსებ ობიექტზე მომხდარი აფეთქების შემდეგ 3 მუშა დაიკარგა.

აფეთქება ქალაქ მონრეალში, კომპანია Propane Lafortune-ის საკუთრებაში არსებულ ქარხანაში მოხდა.

აფეთქების შემდეგ დაწესებულებაში დიდი ხანძარი გაჩნდა, ცეცხლმა ახალი აფეთქებები გამოიწვია. შენობა მთლიანად განადგურდა, ევაკუირებული იქნა რეგიონში მდებარე ზოგიერთი სახლიდან და ოფისიდან მოსახლეობა. უფლებამოსილთა განცხადებით, 3 თანამშრომელი დაკარგულია.

გავრცელებული ინფორმაციით, ობიექტზე არის პროპანით, აალებადი გაზით, სავსე რამდენიმე ავზი.

რეგიონში ერთი კვადრატული კილომეტრის უსაფრთხოების პერიმეტრი შეიქმნა.

მიმდინარეობს მუშაობა აფეთქების გამომწვევი მიზეზების დასადგენად.


საკვანძო სიტყვები: #პროპანი , #კანადა , #აფეთქება

მსგავსი ინფორმაციები