შვეიცარია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ მიიღებს

შვეიცარია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ მიიღებს

1931838
შვეიცარია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ მიიღებს

შვეიცარიამ გამოაცხადა, რომ უკრაინისა და საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ჩათვლით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ადგილებზე ახლად გაცემულ სამოგზაურო ვიზებს  არ მიიღებს.

შვეიცარიის მთავრობის განცხადებით, ეთანხმება ევროკავშირის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებას, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებზე და საქართველოს სეპარატისტული რეგიონებზე გაცემული ახალი რუსული სამგზავრო დოკუმენტები არ მიიღება ვიზისა და შენგენის ზონაში შესვლისთვის.

შვეიცარიის ფედერალურ საბჭოში მიღებული გადაწყვეტილება ევროსაბჭოს გადაეცა და ძალაში შევიდა.

აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების უკან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში ახალი მოქალაქეობის აღების პრაქტიკის დაწყება დაგას.

ევროკავშირი ამას საერთაშორისო სამართლისა და ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დარღვევად თვლის.

სექტემბერში შვეიცარია ასევე ევროკავშირის გადაწყვეტილებას დაეთანხმა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეწყვეტის შესახებ.



მსგავსი ინფორმაციები