რუსეთისა და უკრაინის ომბუდსმენების შეხვედრა თურქეთში იგეგმება

რუსეთისა და უკრაინის ომბუდსმენების შეხვედრა თურქეთში იგეგმება

1930244
რუსეთისა და უკრაინის ომბუდსმენების შეხვედრა თურქეთში იგეგმება

რუსეთისა და უკრაინის ომბუდსმენების შეხვედრა თურქეთში 12-14 იანვარს იგეგმება. რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარმა, ტატიანა მოსკალკოვამ მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 12-14 იანვარს თურქეთს ეწვევა. მისივე განცხადებით, იგი მონაწილეობას მიიღებს ფორუმში, რომელიც მრავალი ქვეყნის ომბუდსმენის მონაწილეობით გაიმართება.

„უკრაინის მხარესთან შეხვედრას ვგეგმავთ. ამ შეხვედრით ჩვენ გვსურს სამომავლო შეხვედრების წინაპირობა შევქმნათ“, განაცხადა ტატიანა მოსკალკოვამ.

მეორე მხრივ, უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეციმ წინა დღეს განაცხადა, რომ თურქეთში რუსულ მხარესთან შეხვედრა იგეგმება.



მსგავსი ინფორმაციები