უკრაინის ომში დაღუპულ რუს ჯარისკაცებს 5 მილიონი რუბლი გადაეცემათ

უკრაინის ომში დაღუპულ რუს ჯარისკაცებს 5 მილიონი რუბლი გადაეცემათ

1927734
უკრაინის ომში დაღუპულ რუს ჯარისკაცებს 5 მილიონი რუბლი გადაეცემათ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინის ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების ოჯახებისთვის 5 მილიონი რუბლის დახმარებას მოიცავს. პუტინის მიერ ხელმოწერილი განკარგულება, რომელიც ითვალისწინებს დამატებით სოციალურ გარანტიებს რუსი ჯარისკაცებისთვის, უსაფრთხოების ძალებისთვის და მათი ოჯახებისთვის, გამოქვეყნდა რუსეთის სახელმწიფო სამართლის საინფორმაციო ვებ-გვერდზე. განკარგულების თანახმად, უკრაინაში,  „სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს“ დაღუპული ჯარისკაცების, შინაგან საქმეთა სამინისტროს და რუსეთის ეროვნული გვარდიის წევრების ოჯახებს ერთჯერადად 5 მილიონ რუბლს (დაახლოებით 71 500 დოლარი) გადაუხდიან. ამავე განკარგულების მიხედვით, უკრაინის ომში მონაწილეობის დროს დაშავებულ უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებს ერთჯერადად, 3 მილიონი რუბლი (დაახლოებით 42 ათასი 900 დოლარი) გადაეცემათ.

გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში შევიდა ხელმოწერის დღიდან, შეეხება 24 თებერვალს ომის დაწყებიდან დაღუპული და დაშავებული ჯარისკაცების ოჯახებს.


საკვანძო სიტყვები: #რუსი ჯარისკაცები , #ომი , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები