ლიბია საერთაშორისო ენერგეტიკული ფორუმის წევრი გახდა

ლიბია საერთაშორისო ენერგეტიკული ფორუმის წევრი გახდა

1926729
ლიბია საერთაშორისო ენერგეტიკული ფორუმის წევრი გახდა

ლიბია, საერთაშორისო ენერგეტიკული ფორუმის (IEF) წევრი გახდა, რომელიც მოიცავს ნავთობისა და გაზის საბადოებზე მოქმედი ქვეყნებისა და ორგანიზაციების 90 პროცენტზე მეტს. ქვეყნის ეროვნული ერთიანობის მთავრობასთან დაკავშირებული ნავთობისა და გაზის სამინისტროს Facebook-ის გვერდზე წერილობითი განცხადება გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია, რომ საერთაშორისო ენერგეტიკული ფორუმის აღმასრულებელმა საბჭომ 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით  ლიბია ფორუმის 72-ე წევრად დაამტკიცა.

შეგახსენებთ, რომ ლიბია, რომელიც ასევე არის ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) წევრი, ამჟამად  დღეში დაახლოებით 1 მილიონ 200 ათას ბარელ ნავთობს აწარმოებს.



მსგავსი ინფორმაციები