მორავიეცკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე ევროკავშირის ქვეყნების შეთანხმება „ერთიანობის“ ნიშანია

მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეთანხმება „ერთიანობის“ ნიშანია

1919857
მორავიეცკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე ევროკავშირის ქვეყნების შეთანხმება „ერთიანობის“ ნიშანია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეთანხმება „ერთიანობის“ ნიშანია.

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას, მორავიეცკიმ თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ სანქციების პაკეტის შესახებ გაურკვევლობა იყო. მან დასძინა, რომ მათ მიაღწიეს სანქციების შეთანხმებულ პუნქტს და დაამატა: "ეს არის სანქციები, რომლებიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ ვართ სანდოები. ჩვენ შევინარჩუნეთ ერთიანობა წევრ ქვეყნებს შორის. რუსეთი ევროკავშირის შიგნით დაყოფაზე თამაშობს და ჩვენ ეს არ დავუშვით“.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ და ლიეტუვამ წამოაყენეს წინადადება, განიხილონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 12 თვიან ციკლში

„ჩვენი შეთანხმება სანქციების ამ პაკეტზე არის ერთიანობის ნიშანი. მიღებული ინდივიდუალური და ეკონომიკური სანქციების მეცხრე პაკეტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია რუსეთის ძალის შესუსტებისკენ. ჩვენ ასევე დავაწესეთ რუსეთში აკრძალვა სამთო სექტორში ინვესტიციებზე, რაც არ ყოფილა აქამდე. ეს არის ზეწოლის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმა. ჩვენ შევძელით, შევინარჩუნეთ რწმენა, რომ ერთიანობა, ერთობა და მშვიდობა უნდა იყოს გამარჯვებული უკრაინისა და ევროპისთვის“. - აღნიშნა მორავიეცკიმ.

ახალი სანქციების პაკეტის შინაარსის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

მე-9 სანქციების პაკეტის წინადადება, რომელიც ევროკომისიამ გასულ კვირას მოამზადა, მოიცავს სანქციების სიაში დაახლოებით 200 ფიზიკური პირის, ორგანიზაციის და 3 რუსული ბანკის დამატებას, ორმაგი დანიშნულების პროდუქტების ექსპორტის აკრძალვას და სამთო ინვესტიციების აკრძალვას.

წევრი ქვეყნები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ამ პაკეტის დეტალებზე.


საკვანძო სიტყვები: #სანქციები , #რუსეთი , #ევროკავშირი

მსგავსი ინფორმაციები