იტალიაში Eurofighter Typhoon-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოვარდა

იტალიის საჰაერო ძალების კუთვნილი Eurofighter Typhoon-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი სიცილიის კუნძულის დასავლეთით ზღვაში ჩამოვარდა

1918874
იტალიაში Eurofighter Typhoon-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოვარდა

გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის საჰაერო ძალების (Aeronautica Militare) კუთვნილი Eurofighter Typhoon-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი სიცილიის კუნძულის დასავლეთით ზღვაში ჩამოვარდა.

იტალიურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კონტაქტი დაიკარგა იტალიის საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავთან, რომელიც სასწავლო ფრენის შემდეგ ბრუნდებოდა თავის ბაზაზე, კუნძულ სიცილიაზე მდებარე ტრაპანი ბირგის აეროპორტში.

ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავი ავიაბაზიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 8 მილის დაშორებით ზღვაში ჩამოვარდა და სამაშველო სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ დაიწყო.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მრავალფუნქციური თვითმფრინავის, Eurofighter Typhoon-ის ტიპის გამანადგურებლის ჩამოვარდნის რეგიონში სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც, თვითმფრინავი იყო ერთადგილიანი მოდელი და მიახლოების ფაზაში ჯერ-ჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო ჩამოვარდა.

იქვე ნათქვამია, რომ პილოტი შესაძლოა თვითმფრინავიდან კატაპულტირების საშუალებით გადარჩენილი იყოს.


საკვანძო სიტყვები: #ავიაკატასტროფა , #Eurofighter Typhoon , #იტალია

მსგავსი ინფორმაციები