ალექსანდრ ვუჩიჩი თურქეთის შესახებ მნიშვნელოვან განცხადებას აკეთებს

ალექსანდრ ვუჩიჩი თურქეთის შესახებ მნიშვნელოვან განცხადებას აკეთებს

1916683
ალექსანდრ ვუჩიჩი თურქეთის შესახებ მნიშვნელოვან განცხადებას აკეთებს
Aleksandar Vucic-Sentop.jpg
Aleksandar Vucic.jpg

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ისინი თურქეთს ხედავენ პარტნიორად, რომელიც ინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას დასავლეთ ბალკანეთში.

ვუჩიჩმა, ბელგრადში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) 60-ე გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად და ორგანიზაციის როტაციული თავჯდომარეობის თურქეთზე გადმოცემის მიზნით აქ ჩასული, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარე მუსტაფა შენთოფი მიიღო. ვუჩიჩმა, შენთოფთან  გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალური ქსელის მეშვეობით გზავნილი გაავრცელა, რომელშიც იგი აღნიშნავს: „ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ შევხვდე ჩვენს პატივცემულ სტუმარს, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს მუსტაფა შენთოფს. ვისარგებლე შემთხვევით და მოკითხვები გავუგზავნე ჩემს ძვირფას მეგობარს რეჯეფ თაიფ ერდოღანს. თურქეთი გახლავთ ქვეყანა, რომელსაც რეგიონისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სერბეთი თურქეთს ხედავს პარტნიორად, რომელიც ინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას დასავლეთ ბალკანეთში, ხელს უწყობს მოქალაქეების ზოგად უსაფრთხოებას არა მხოლოდ სერბეთში, არამედ რეგიონის ყველა ქვეყანაში და მხარს უჭერს პროექტების განხორციელებას ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სფეროში.“



მსგავსი ინფორმაციები